საზოგადოება
20/05/2021

კახა კალაძე: აბრეშუმის მუზეუმი რეაბილიტაციის შემდეგ უცხოელ ვიზიტორებსაც მოიზიდავს

აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოწესრიგდა. ამ ეტაპზე უშუალოდ შენობის გამაგრებითი სამუშაოები იწყება.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო მუზეუმის სარდაფში, სადაც წლების განმავლობაში 1 მეტრამდე წყალი გროვდებოდა და შენობის მდგრადობას საფრთხეს უქმნიდა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, სარდაფს ფუნქციური დატვირთვა ექნება, მოეწყობა მცირე საგამოფენო ოთახები, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზები საგანმანათლებლო პროგრამებისთვის.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქ ლაივში ჩართვისას განაცხადა, აბრეშუმის მუზეუმის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და თითოეულ დეტაზე სამუშაო ძალიან ფრთხილად არის ჩასატარებელი.

“აქ ინახება განსაკუთრებული ექსპონანტები. მსოფლიოში სულ რამდენიმეა ასეთი მასშტაბის მუზეუმი.

განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, და თითოეულ დეტალზე ძალიან ფრთხილად არის სამუშაო ჩასატარებელი, რადგან მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ყველაფერი. პირობას გაძლევთ, ერთ-ერთი საუკეთესო შენობა იქნება, რომელსაც ძალიან ბევრი მნახველი ეყოლება - როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ჩამოსული სტუმრები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში იგეგმება მუზეუმის ეზოს მოწესრიგება, შადრევანის აღდგენა.

ინფორმაციისთვის, აბრეშუმის მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა დაიწყო. კახა კალაძის თქმით, პროექტი ფრანკო ფონდი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში შენობის, ექსტერიერისა და ინტერიერის სრული განახლება მოხდება.

თბილისის მერის ინფორმაციით, სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში დასრულდება. ბიუჯეტი დაახლოებით 3 300 000 ლარია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023