საზოგადოება
16/10/2020

ჯანდაცვის უწყებიდან რეკომენდაციებს ველოდებით - ეროვნულ ბიბლიოთეკაში კორონავირუსი დადასტურდა

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯანდაცვის უწყებებთან და მსოფლიოს საუკეთესო ბიბლოთეკებთან კოორდინაციით  მუშაობდა ვიწრო კლასტერული პრინციპით, წესების ზედმიწევნით დაცვით.

"ინფიცირებულის კონტაქტ-ჯგუფი, სავარაუდოდ, ფართო არ არის - მით უფრო პიროვნება თითქმის კვირაა, რაც თვითიზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად, ეროვნული ბიბლიოთეკა ჯერჯერობით დაწესებული, ძალიან შეზღუდული სამუშაო განრიგით აგრძელებს მუშაობას," ამბობს ეროვნული  ბიბლიოთეკის დირექტორი.

კეკელიძის განცხადებით, ეროვნული ბიბლიოთეკა  ჯანდაცვის უწყებიდან რეკომენდაციებს ელოდება. ჯამში ეროვნულ ბიბლიოთეკაში 500-მდე თანამშრომელი მუშაობს, აქედან ნაწილი ხელშეკრულებითაა.

ეროვნული ბიბილიოთეკის ხელმძანელის ინფორმაციით, თანამშრომელის მდგომარეობა, რომელსაც კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია.