საზოგადოება
15/10/2020

ჯანდაცვის სისტემა მზად არის - პრემიერი COVID-ინფიცირების 1000-ზე მეტ შემთხვევას ელის

საქართველოს პრემიერის განცხადებით, უახლოეს დღეებში ქვეყანაში კორონა ვირუსით დაინფიცირებულა რიცხვი 1000-ს გადააჭარბებს, თუმცა ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არის.

„დღეს ქვეყანაში წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება - ეს არის პატრიოტიზმი. ეს ის პატრიოტიზია, რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მისცეს ჯანმრთელობის დაცვისა და ეკონომიკის აღდგენის შესაძლებლობას. ეს არის მთავარი და ყველანაირი სპეკულირება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე, ან შემდგომი სამედიცინო სექტორის მზადყოფნაზე, ან საწოლი ფონდის საკმარისობაზე, არის უკიდურესად მიუღებელი და ამორელური, რამეთუ ამ თვეების განმავლობაში მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ემზადებოდნენ მეორე ტალღისთვის. მთავარია, ეს პროცესი ვმართოთ, რასაც ახლა ვაკეთებთ. უახლოეს დღეებში ჩვენ გადავაბიჯებთ 1000 შემთხვევას და ეს ზრდა გაგრძელდება. მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ამ დარტყმას გაუძლებს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.