საზოგადოება
11/05/2021

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის გავრცელების პიკს უახლოეს დღეებში ელოდება

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის გავრცელების პიკს უახლოეს დღეებში ელოდება. ამ პერიოდში ერთ დღეში დაახლოებით 2 000 ადამიანის დაინფიცირებას ვარაუდობენ.

"ვფიქრობთ, რომ ისეთ მაღალ ზრდას, როგორიც გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში იყო, არცერთ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ. თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის ნაწილს უკვე აქვს ჩამოყალიბებული იმუნიტეტი, ნაწილი დაემატა იმუნიზაციის შემდეგ. სავარაუდოდ, 2 000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ უნდა დაიწყოს კლება. მოლოდინი ასეთია",- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.