ჯანდაცვის მინისტრს მესამე ტალღის მოლოდინი აქვს
ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იქნება.
“საქართველოში მესამე ტალღა მოსალოდნელია. ყველა ის ნიშნული, რომელიც დღესდღეობით არის მომატებული, ჩვენ გვაძლევს იმის ეჭვს და საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დღესდღეობით მოსახლეობისთვის არის ცნობილი. ვგულისხმობ პირველ რიგში პირბადეების გამოყენებას, დისტანციას და პირად ჰიგიენას“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში შეზღუდვები ისევ დაწესდება.
“შეზღუდვები ყველაზე ეფექტური გზაა. თუმცა, მწამს, რომ ჩვენს მოსახლეობას ეყოფა გონიერება, ასევე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ბიზნეს ეყოფა პასუხისმგებლობა და ისინი დაიცავენ ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც შრომის ინსპექცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ეპიდემიოლოგები მიუთითებენ. ჩვენ შევძლებთ ბიზნესის მინიმალური შეზღუდვით შევძლოთ დავძლიოთ მესამე ტალღა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.