საზოგადოება
05/04/2021

ჯანდაცვის მინისტრი: Sinopharm-ით 40 მლნ-ზე მეტია აცრილი, მის სანდოობაზე კითხვები არ არის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური წარმოების “სინოფარმის“ ვაქცინა უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში შემოეტანათ. 

მისი თქმით, “სინოფარმით“ 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი და მისი სანდოობა საეჭვო არ არის. 

“სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა საქართველოში. ის უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული, რის საფუძველზეც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “სინოფარმი“ შეიძლება დაშვებული იყოს საქართველოში.

“სინოფარმით“ 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებით ჯანმოსთან ინტენსიური მიმოწერა გვაქვს, რის შედეგადაც, საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის იქნება შესაძლებელი ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.  

ინფორმაციისთვის, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს, დაიწყო. პირველ ეტაპზე “ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვიდა, შემდეგ კი, “ფაიზერი“.