საზოგადოება
31/03/2021

ჯანდაცვის მინისტრი: პოლიცია და ჯარი კოვიდვაქცინის სათადარიგო დოზებს მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზების დანაკარგის თავიდან აცილებაზე იმსჯელეს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ვაქცინების 181 დოზაა დაკარგული. ეს დანაკარგი მინიმუმამდე რომ დაიყვანონ, პოლიციის და ჯარის ჩართულობით სათადარიგო სიები შეიქმნება.

“ისინი მიიღებენ იმ სათადარიგო დოზებს, რომლის დაკარგვის რისკი შეიძლება დადგეს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, “ფაიზერის“ 1 ფლაკონით 6 ადამიანის აცრაა შესაძლებელი, “ასტრაზენეკას“ 1 ფლაკონით კი, 10 ადამიანის.