საზოგადოება
14/02/2022
ჯანდაცვის მინისტრი: პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მოლოდინია, რომ პანდემიის პიკი რამდენიმე დღეში დასრულდება.
რაც შეეხება საწოლფონდს, მისი თქმით, ამ ეტაპზე დაკავებულია 6 000-მდე საწოლი, 8 000-ზე მეტი კი, მობილიზებულია.
"ახლა გავდივართ "ომიკრონის" პიკს. დიდი ალბათობით, ამ პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით და შემდეგ იქნება შემთხვევების კლება", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, პანდემიის მართვის პროცესში 2500-ზე მეტი ოჯახის ექიმია ჩართული.
"რადგან 200 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს, ოჯახის ექიმები პრიორიტეტს ანიჭებენ მათ, ვისაც მაღალი რისკი აქვს და ქრონიკულად დაავადებულია. შეიძლება ყოველ მეორე დღეს ვეღარ უკავშირდებიან პაციენტს და ვერ კითხულობენ მდგომარეობას", - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.