საზოგადოება
11/05/2022

ჯანდაცვის მინისტრი: ოჯახის ექიმებისა და ექთნების ხელფასი ეტაპობრივად გაიზრდება

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში ოჯახის ექმინებისა და ექთნების შრომის ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება. 

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყნის ჯანდაცვის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის განვითარება. 

"ძლიერი პირველადი ჯანდაცვა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და მთლიანად ჯანდაცვის სისტემის მყარი საფუძველია. არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია, მათი დროული გამოვლენა და ეფექტური მართვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა თავიდან ავირიდოთ დაავადებათა გართულება, ინვალიდობა, ჰოსპიტალური მაღალტექნოლოგიური ძვირადღირებული ჩარევების საჭიროება და რაც მთავარია, გავაუმჯობესოთ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი. სწორედ აღნიშნული პრიორიტეტიდან გამომდინარე, ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა. გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებისთვის, დიფერენცირებული კაპიტაციური დაფინანსების ამოქმედება, ტელემედიცინის შესაძლებლობის ფართოდ გამოყენება და დაფინანსების მექანიზმების იმგვარი მოდიფიცირება, რომ გარანტირებული იყოს პაციენტისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.  

 

Businesspartner