საზოგადოება
17/08/2021

ჯანდაცვის მინისტრი: კლინიკაში ვინც მკურნალობს, 95% აუცრელია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩატარებული კვლევით, კლინიკაში 1 დოზით აცრილი 2.85% მოხვდა, ხოლო 2 დოზით აცრილი პაციენტებიდან მხოლოდ 2.13% მკურნალობს. 

მისი თქმით, კლინიკაში მკურნალობას გადის იმ ადამიანების 95%, რომლებსაც არცერთი ვაქცინინის, არც ერთი დოზა არ აქვთ გაკეთებული. 

“ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად ეფექტური იარაღია ვაქცინაცია კოვიდპანდემიის მართვაში და ინფექციისგან თავის დასაცავად. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, გააქტიურდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ჩაერთონ ვაქცინაციაში და ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც მათ შეიძლება დაუფიქსირდეთ კონტაქტი მეორე ადამიანთან“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.