საზოგადოება
28/06/2021

ჯანდაცვის მინისტრი: AstraZeneca-ს დამატებითი დოზების შემოსვლის ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან და covax პლატფორმასთან, რომ AstraZeneca-ს კუთვნილი 43 000 დოზა საქართველომ დროულად მიიღოს.

“სამწუხაროდ, ეს მოლაპარაკებები პროცესშია და AstraZeneca-ს დამატებითი დოზების შემოსვლის ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ. AstraZeneca-ს ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია აცრებს შორის გარკვეული შუალედის დაცვა. მას შემდეგ, რაც შეიქმა პრობლემა, რომელმაც უამრავი ადამიანის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი ხელით ყოფილიყო მართული. ადამიანებს, ვისაც აქვს მე-10 და მე-12 კვირა, უსაფრთხო უნდა ყოფილიყო მათი ვაქცინაცია, ამიტომ ამ ჯგუფისთვის დავსახეთ პრიორიტეტები. რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებსაც ჰქონდათ მე-7, მე-8 და მე-9 კვირა, მოვახდინეთ მათი რიგის მანუალური მართვა, რის შედეგადაც ყველა მოქალაქეს მიეწოდება მისთვის კუთვნილი და საჭირო ვაქცინა,” - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.