საზოგადოება
07/09/2021

ჯამური საპრიზო ფონდი ₾2.8 მლნ - ლატარიის პირობები ვაქცინირებულებისთვის

ვაქცინირებულებისთვის ლატარიის ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ლატარია ორშაბათიდან, 13 სექტემბერს დაიწყება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ის პირები, ვინც ერთხელ მაინც არიან აცრილები. 

გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. 

ყოველდღიურად 100 ლარი და 500 ლარი გათამაშდება. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000 ლარი, 1500 ლარი, 5000 ლარი და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო. 

შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი. 

“ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით შეარჩევს იმ პირებს, ვინც გამოვლინდება გამარჯვებულად იმ კონკრეტულ დღეს და შეატყობინებს ამ ადამიანს და გადასცემს პრიზს. ლოტოტრონის პრინციპით იქნება მხოლოდ საბოლოო გათამაშება“,- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. 

მისი განცხადებით, ლატარიისთვის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023