საზოგადოება
13/09/2021

ისანი, მეტრომშენი - ვაზისუბანი, სარაჯიშვილი - ზღვის უბანი - თბილისში 2 ახალი საბაგირო აშენდება

თბილისში 2 ახალი საბაგიროს მშენებლობა იგეგმება. ისანი, მეტრომშენი - ვაზისუბნის და სარაჯიშვილი- ზღვის უბნის დამაკავშირებელი. 

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მშენებლობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში დასრულდება.

მისი თქმით, ასევე დასრულდება რუსთაველის და მთაწმინდის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.