საზოგადოება
14/02/2022

ირაკლი ლექვინაძე: რეცეპტებში ძირითადად ძვირადღირებული მედიკამენტები იწერება

ძვირადღირებული მედიკამენტების გამოწერა, მედიკამენტების ჭარბი მოხმარება, მწირი რეგულაციები ბაზარზე - ასეთია ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ძირითადი აქცენტები.

ანგარიშის პრეზენტაცია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ წარადგინა.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, 3 წლის განმავლობაში ხდებოდა ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა, რომელიც მოიცავდა რამდენიმე ძირითად მიმართულებას ეკონომიკურ ანალიზს და ბაზარზე არსებულ ვითარებას, ფასწარმოქმნის ანალიზს, სადაც ექსპერტებთან ერთად ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების 6 ჯგუფზე, რომელიც ჯამში 120 მედიკამენტს მოიცავს განხორციელდა ფასწარმოქმნის ზეგავლენის ანგარიში. ასევე, მონიტორინგინს ნაწილი იყო კანონმდებლობის ანალიზიც.

"2016-2020 წლის შეფასებით გამოვლნდა, რომ მედიკამენტების 90% იმპორტირებულია და დანარჩენი ადგილობრივ წარმოებას უჭირავს. თუმცა, ბოლო პერიოდში მედიკამენტების ღირებულება, როგორც ლარში, ასევე დოლარშია გაზრდილი და ზოგადად მოხმარება გაზრდილია. ჩვენი შეფასების მიხედვით, ამას აქვს თავისი მიზეზი, ერთი მხრივ ის, რომ საქართველოში რეცეპტის/დანიშნულების გამოწერისას ძირითადად აქცენტირება ხდება ძვირადღირებულ მედიკამენტებზე. ასევე ჭარბ მოხმარებას უკავშიდება აღნიშნული პროცესი და არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც არასაჭირო მედიკამენტი ინიშნება," - აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე. 

მისივე თქმით, ბაზარი და ბაზარზე მოთამაშე კომპანიები შეაფასეს და აღმოჩნდა, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი რეგულაციის არსებობის მიუხედავად, ბაზარი რეგულაციების სიმწირით გამოირჩევა.

"ევროპულ ბაზართან შედარებით, ჩვენთან მეტი რეგულაციის არსებობის საჭიროებაა. ცოტა უცნაურად შეიძლება ჟღერდეს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ასეთი ტიპის განცხადება, რომელიც კონკურენციაზე და თავისუფალ ბაზარზე უნდა იყოს აქცენტირებული, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიაზრებთ, რომ ფარმაცევტული ბაზარი არის ძალიან სპეციფიკური, უკავშირდება ადამიანების უსაფრთხოებას, ამიტომ ძალიან მკაცრი გამჭვირვალე და მოქალაქეზე ორიენტირებული რეგულაციები, რითაც გამოირჩევა და წლების მანძილზე ევროპაშიც იქნა მიღწეული აღნიშნული პროცესი, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია," - აცხადებს ლექვინაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023