საზოგადოება
02/03/2022

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ქვეყანა

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით წარადგენს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს და მას ხვალ წარადგენს.

მისი განცხადებით, ხელისუფლების პოლიტიკური მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. 

"სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოვუწოდებს ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ საქართველოს განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.