საზოგადოება
23/07/2021

ირაკლი ქარსელაძე: 2030 წლისთვის ექსპლუატაციაში შესული იქნება 760 კმ მაგისტრალური გზა

საქართველოს რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში 31.5 მლრდ ლარი დაიხარჯება. 

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ უწყების 10 წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა, 2030 წლისთვის დასრულდება ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობა და წითელი ხიდიდან სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება, მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე, ქვეყნის ყველა მუნიციპალური ნაგავსაყრელი ჩანაცვლდება თანამედროვე რეგიონული ცენტრებით, სოციალურად და ეკონომიკურად განვითარდება რეგიონები, გაძლიერდება მუნიციპალიტეტები და გაიზრდება მათი შესაძლებლობები.

„ბუნებრივია, ყველა სტრატეგიას გააჩნია შესაბამისი ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა გავზომოთ ჩვენი გეგმების შესრულების ეფექტიანობა, კერძოდ: ამჟამად სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს 118 კმ მაგისტრალზე და 2030 წლისთვის ექსპლუატაციაში შესული იქნება 760 კმ მაგისტრალური გზა, რაც აისახება საგზაო უსაფრთხოების ხარისხსა და გადაადგილების დროზე. რაც შეეხება წყალმომარაგებას, 2025 წლისთვის ყველა ქალაქში, 2030 წლისთვის კი მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იქნება სრული ხელმისაწვდომობა სტანდარტის შესაბამის სასმელ წყალზე. 2025 წლისთვის აშენდება მყარი ნარჩენების მართვის 4 რეგიონული თანამედროვე ცენტრი, ხოლო 2030 წლისთვის 6-ვე რეგიონული ცენტრი დასრულდება, რომელიც ეტაპობრივად ჩაანაცვლებს 54 ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელს. მუნიციპალიტეტების ფინანსურად გაძლიერების მიმართულებით, სტრატეგიის შესაბამისად, 2025 წლის ბოლოსთვის თვითმმართველობების შემოსულობები მშპ-ის არანაკლებ 7% იქნება,“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022