საზოგადოება
19/10/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: StopCovid ლატარია ეფექტურია

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ StopCovid ლატარია "აიცერი და მოიგე" ეფექტურად მუშაობს. 

მისი თქმით, ლატარიამ ვაქცინაციის წახალისების მიზნით იმოქმედა. 

"ეფექტურია, როდესაც 1 მილიონი ლარის ათვისება მოხდა, მოსახლეობაში გადანაწილდა", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

პრემიერი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.  

"ჩვენ ვაქცინების არავითარი პრობლემა არ გვაქვს. გთხოვთ, ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა. გარდა ამისა, მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, ჩვენ სიტუაციას ვმართავთ, კონტროლის ქვეშ არის. მადლობა ჩვენს ექიმებს. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მათი საქმიანობის დასაფასებლად", - აღნიშნა ირაკლი ღარბაშვილმა.  

Businesspartner