საზოგადოება
30/09/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: დეზინფორმაციაა, თითქოს უვიზო რეჟიმს საფრთხე ემუქრება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს. 

„ჩვენი მოქალაქეები დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით. გუშინ ვიხილეთ მორიგი, კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, გუშინვე დადასტურდა ეს, მათ შორის ევროპელი ლიდერების  მხრიდან, რომ არავითარი მსგავსი არ იგეგმება და ეს არც მოხდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.