ინოვაციური და ეკომეგობრული იდეები სატყეო სექტორისთვის განვითარებისთვის - კონკურსი დაიწყო
Green Innovation Challenge დაიწყო. კონკურსი, რომელიც სატყეო სექტორში არსებულ მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ინოვაციური და ეკომეგობრული გადაჭრის გზების ძიებას ისახავს მიზნად, დღეიდან გამოცხადდა.
კონკურსი GreenOvation ერთდროულად გაიმართება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. შერჩეული იქნება 9 მთავარი გამოწვევა (3 საქართველოსთვის, 3 სომხეთისთვის, 3 აზერბაიჯანისთვის) და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები.
კონკურსი სამი ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე, შეგროვდება და შეფასდება კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი გამოწვევები. ჟიურის მიერ პრიორიტეტულობის მიხედვით გამოწვევების შერჩევის შემდეგ, დაიწყება კონკურსის მეორე ეტაპი, სადაც კონკურსანტები წარმოადგენენ შერჩეული გამოწვევების გადაჭრის ინოვაციურ და ეკომეგობრული გზების (პროექტის) აღწერას, ბიუჯეტს და ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც იდეის ინოვაციურობასა და ეკომეგობრულობას გაუსვამს ხაზს. კონკურსის მესამე ეტაპზე, მოხდება საუკეთესო პროექტების გამოვლენა და გამარჯვებულების დაჯილდოება.
პროექტი ECOserve ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარე პროგრამა „ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკოსისტემური მომსახურებებით უზრუნველყოფა სოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ეკოლოგიური გაჯანსაღების ინიციატივების მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად.
ECOserve-ის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ძირითადი აქცენტები გაკეთდება გარემოსდაცვით საკითხებზე, კერძოდ, გარემოსდაცვითი განათლების და საზოგადოების ინფორმირების, ტყისა და ტყის რესურსებით სარგებლობის, ეკოტურიზმის და სხვა არაერთი მიმართულებით.
კონკურსი 9 მაისს დასრულდება.