საზოგადოება
11/05/2022

ინფექციურის ახალი შენობის რემონტი და აღჭურვა 2022 წლის ბოლოს დასრულდება

ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის რემონტი და აღჭურვა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. 

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ახალი ინფრასტრუქტურა შექმნის ოპტიმალურ პირობებს ქვეყანაში ინფექციების მართვისთვის. 

"საქართველოში 2015 წელს დაიწყო მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ჩვენი ექიმების და საერთაშორისო პარტნიორების მჭირდო თანამშორმლობით მიღწეულია ინფექციის გავრცელების შთამბეჭდავი კლება, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. პორგრამის მოქმედების მანძილზე ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება 70%-ით არის შემცირებული. ინფექციური დაავადებების მკურნალობის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისების უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის რემონტი და აღჭურვა. პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ დადასტურდა ინფექციური დაავადებების მართვისთვის ჰოსპიტალური შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობა", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. 

Businesspartner