საზოგადოება
11/02/2021

"ინდივიდუალურად ვმუშაობთ ქვეყნებთან მათთვის ზედმეტი ვაქცინა საქართველოს მოაწოდონ"

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემოსატანად კოვაქსის პლატფორმის მიღმაც მიმდინარეობს მუშაობა.

„ძნელია კონკრეტულ თარიღებზე საუბარი, რადგან სიტუაცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება. იგივე ევროკავშირის ქვეყნებში არის პრობლემები ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან, მიწოდებასთან დაკავშირებით. კოვაქსის პლატფორმაზე აღარ შევჩერდები, ამაზე ბევრი ითქვა და ველით რომ ის, რაც არის დაკონტრაქტებული კოვაქსისი პლატფორმით, ეს მივიღოთ.

კოვაქსისი პლატფორმის მიღმა ვმუშაობთ ორმხრივად ჩვენს პარტნიორებთან, ამ მხრივ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი, არ მინდა დღეს წინასწარ გავუსწრო მოვლენებს და მაღალი მოლოდინები შევქმნა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით, მხედველობაში მაქვს კოვაქსის პლატფორმის მიღმა საქართველოში ვაქცინების შემოტანაზე.

ინდივიდუალურად ყველა ქვეყანასთან ვმუშაობთ, რომ ის რაც მათთვის იქნება ზედმეტი, მოწოდებული იყოს საქართველოსთვის. იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოწოდება, რომ საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში უფრო აქტიურად იყოს ჩართული ევროკავშირი, რომ რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე მივიღოთ ვაქცინა. რა თქმა უნდა ეს ძალიან დაგვეხმარება“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022