იმოქმედებს თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში საბანკო ბარათებით გადახდის სისტემა
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის ბარათებთან ერთად საბანკო ბარათებით გადახდის სისტემაც იმოქმედებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, 1-ელი თებერვლიდან მგზავრს თავად შეეძლება აირჩიოს გადახდის სისტემა.
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაცით, იმოქმედებს, როგორც 90-წუთიანი, ასევე, ერთთვიანი და ერთწლიანი სააბონემენტო სისტემა.
ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი (40 ლარი) - ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად.
"ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ); ულიმიტო, სამთვიანი ბარათი (100 ლარი) - ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის); ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი -(150 ლარი) - ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს; ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი (250 ლარი) - ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა", - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საბანკო ბარათებით გადახდის სისტემას, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მეტროში, ავტობუსებში, საბაგიროებსა და ლურჯი ფერის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი Visa და MasterCard-ის და საქართველოს ბანკის ბარათებით.