საზოგადოება
14/03/2022

იაგო ხვიჩია: მთავარი შეცდომა, რომელსაც საქართველო უშვებს, გეგმის არარსებობაა

იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ, რომელიც უკრაინის გმირული ბრძოლის შედეგად გაჩნდა სამყაროში, გვჭირდება რაღაცების, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რჩევების გათვალისწინება შერიგებასთან დაკავშირებით. მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ პარლამენტში ერთმანეთს არ ვეჩხუბებოდეთ და დავსერიოზულდეთ."-განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, მთავარი შეცდომა, რომელსაც საქართველო უშვებს ეს არის გეგმის არარსებობა, მომავალში რა იქნება არავინ იცის, მაგრამ მინიმუმ 3 სცენარი უნდა გვქონდეს გათვალისწინებული.

"ჩემი აზრით, რუსეთთან ბრძოლაში შანსი არ გვაქვს, თუ ქართული ოცნება და ნაციონალურო მოძრაობა ერთად არ იბრძვის ამ ბოროტების წინააღმდეგ. გაქცევის გეგმა მაინც გვაქვს თუ ბრძოლის არა? ან რა ხდება მაშინ, როდესაც უკრაინა იმარჯვებს, როგორ გამოვიყენებთ ამ შანსს და ბოლოს, რა ხდება მაშინ თუ კონფლიქტი იწელება?! თუ ბოროტება არ დამარცხდა შემდეგი ადგილი, სადაც რუსეთი ეცდება თავის ტრიუმფს, ეს საქართველოა. ყველას გვესმის რამხელა გლობალური პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. ეს პროცესები ჩვენთვის შეიძლება იყოს სასარგებლო, ნეიტრალური ან იდეალური, თუმცა ჩვენ არცერთი სცენარისთვის ვართ მზად, მინდა ამაზე ვიფიქროთ და ნაკლები აგრესია გამოვამჟღავნოთ საქართველოს პრეზიდენტის გაბედული სიტყვების მიმართ"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.