საზოგადოება
26/10/2021

იაგო ხვიჩია: მინდა, კანაფის საკითხიც ისე იყოს მოწესრიგებული, როგორც ალკოჰოლის

ოპოზიციონერი დეპუტატი, "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია კანაფის ლეგალიზაციის მომხრეა. 

დეპუტატის სურვილია, სახელმწიფოს კანაფის მიმართაც ისეთი დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ალკოჰოლის მიმართ აქვს. 

"მე ზოგადად კანაფის ლეგალიზაციის პროექტი მაინტერესებს, მინდა, რომ დაახლოებით ისე იყოს მოწესრიგებული, როგორც ალკოჰოლი და სიგარეტი. ღვინის ეროვნული სააგენტო შეიქმნა ვაზის სიწმინდის და აქედან გამომდინარე სენტიმენტების გამო. მე ზოგადად, ასეთი სააგენტოს არსებობას არ ვემხრობი", - განაცხდა იაგო ხვიჩიამ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო რთველზე ანგარიშს წარადგენს.