საზოგადოება
18/02/2022

ჰაწვალს განაშენიანების რეგულირების გეგმა წლის ბოლომდე ექნება

ჰაწვალის კურორტს მიმდინარე წლის ბოლომდე  განაშენიანების რეგულირების გეგმა ექნება. დოკუმენტის პირველადი ვერსია უკვე მომზადებულია, დარჩენილია მიწის მესაკუთრეებთან კონსულტაციები.

როგორც მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა “ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. 

„ასევე ვმუშაობთ მესტიის სივრიცითი მოწყობის დოკუმენტზე. გვინდა მოსახოლეობის ჩართულობა მაქსიმალური იყოს. უახლოეს მომავალში საჯარო განხილვებს დავიწყებთ. აქ მთაა და ძალიან დიდი დაფიქრებაა საჭირო იმისთვის, რომ სამომავლოდ ჰაწვალის კურორტი კურორტად დარჩეს და სიმახინჯეები არ მივიღოთ. მას შემდეგ რაც საჯარო განხილვები დასრულდება, დოკუმენტს გავუგზავნით რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შენიშვნებისთვის,“ - აცხადებს ჟორჟოლიანი.

მისივე განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტი არ ჩქარობს განაშენიანების რეგულოირების გეგმის მიღებას, რათა დაჩქარებულ ტემპებში რაიმე ტიპის შეცდომა არ იქნას დაშვებული.

„გვინდა ყველა მხარის ინტერესები გავითვალსიწინოთ, რათა საბოლოო ჯამში არ მივიღოთ "გაფუჭებული" კურორტი,“ - აცხადებს ჟორჟოლიანი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023