GWP: 2022 წლიდან ქვითრები თბილისის მოსახლეობას თვეში ერთხელ მიუვა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) კომუნალურ გადასახადთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „GWP-ის სულადობრივი აბონენტების საყურადღებოდ. დარიცხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომპანიის სულადობრივი აბონენტების ერთმა ნაწილმა, რომელსაც არ ქონდა დაფარული ნოემბრის თვის დავალიანება 2021 წლის დეკემბრის ბოლოს მიიღო ერთი ქვითარი, სადაც ასახულია როგორც ნოემბრის, ასევე დეკემბრის თვის დარიცხვა.
აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე სულადობრივი აბონენტების მეორე ნაწილმა დეკემბრის თვეში მიიღო ორი ქვითარი. პირველ ქვითარში მათ დაერიცხათ ნოემბრის, ხოლო მეორე ქვითარში - დეკემბრის თვის გადასახადი.
sms-ით მიღებულ ელექტრონულ ქვითარში მითითებულია დავალიანების პერიოდი და დარიცხვის თარიღი. 2022 წლიდან ქვითრები თბილისის მოსახლეობას სტანდარტულად თვეში ერთხელ, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში მიუვა,"-ნათქვამია კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.