საზოგადოება
06/02/2021

გვანცა მურღვლიანი: დისტანციურად მუშაობის პერიოდში თიბისიში ეფექტურობა გაათმაგებულია

კოვიდპანდემიის პირობებში „თიბისი“ ბანკის სათაო ოფისის თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში გადავიდნენ.

როგორც ბანკის ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი გვანცა მურღვლიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანია დისტანციური მუშაობის პრინციპზე მარტივად ადაპტირდა.

„კომპანიის ამ რელსებზე გადაყვანა წარმატებულად შევძელით. არცერთი ოპერაცია არ შეფერხებულა.

ჯერ მხოლოდ 1 წელი გავიდა. მსოფლიოში უამრავი სტატია იწერება და კვლევებიც ამას ამბობს, რომ დისტანციური მუშაობის ეფექტებს მოგვიანებით უფრო კარგად გავიგებთ. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, ეფექტურობაში პრობლემა არ შეგვქმნია. პირიქით, თანამშრომლებმა თავისი დროის გამოყენება, ბევრად უფრო ეფექტურად დაიწყეს. ორგანიზაციაში ეფექტურობა გაათმაგებულია. მაგრამ, საბოლოო ჯამში ასეთი ტიპის მუშაობა რა შედეგს მოიტანს, ჯერ არც საქართველოში და არც მსოფლიოში ცნობილი არ არის. ამაზე მსოფლიო მხოლოდ ახლა იწყებს გააზრებას და რაღაც შედეგებზე საუბარს“,- აღნიშნა გვანცა მურღვლიანმა.

მისი თქმით, დისტანციური მუშაობის პრინციპი სამომავლოდაც შენარჩუნდება.

„ახლა ჩვენს ოფისში ძალიან ცოტა ადამიანი დადის, მით უმეტეს ლოქდაუნის პირობებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც სიტუაცია უფრო გაჯანსაღდება, ვგეგმავთ, ოფისები თანამშრომლების 50%-ით იყოს დატვირთული, უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ საოფისე სივრცე, რესურსები და მოვუწოდოთ თანამშრომლებს, უფრო მოქნილები იყვნენ თავის დროსთან და ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გუნდთან და მენეჯმენტთან იქნება შეთანხმებული. ამით გვინდა იმ შესაძლებლობასაც გავუხსნათ კარი, როგორიცაა უცხოეთიდან სხვა ადამიანების დასაქმება, რომლებიც დისტანციურად შეძლებენ მუშაობას.

საქართველო საკმაოდ პატარა ბაზარია და IT მიმართულებაში რესურსი ძალიან შეზღუდულია. თიბისისთვის ძალიან კარგი საშუალებაა, რომ სხვა ბაზრებიდან, მეზობელი ქვეყნებიდან მოხდეს IT რესურსების მოზიდვა და დასაქმება რელოკაციის გარეშე“, - განაცხადა გვანცმა მურღვლიანმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022