საზოგადოება
22/10/2020

"გუშინ შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა - ეს პირველი ამოცანა იყო"

„გუშინ შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს პირველი ამოცანა იყო და მიღწეული შედეგი, რომ მძევლების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, პირველი რიგის ამოცანაა“,- ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს.

„რა თქმა უნდა, შსს-ს უმთავრესი ამოცანა აქვს, რომ ეს ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს არის ძირითადი ამოცანა. ყველა კანონიერი ინსტრუმენტი ამ მიზნის მისაღწევად უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების შემდგომ აღქმაში გაჩენა. ესაა ძირითადი ამოცანა“,- აღნიშნა გახარიამ.