საზოგადოება
16/06/2020

გურიასა და კახეთში 13 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

გურიისა და კახეთის რეგიონებში 13 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
 
პროგრამა ითვალისწინებს გურიის რეგიონში 8 სკოლის, კახეთში კი 5 სკოლის რეაბილიტაციას.
 
გურიის რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბუკისციხის, ზომლეთის, თხინვალი, ლესას, მერიის, სამების, ლანჩხუთის და ჩოჩხათის საჯარო სკოლებს.
 
კახეთის რეგიონში კი რეაბილიტირდება კალაურის, კარდენახის, ნინიგორის, სამთაწყაროს და ძველი ანაგის საჯარო სკოლები.
 
სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.