გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი გაუქმდება
გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი გაუქმდება. ცვლილება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების" შესახებ კანონში შედის, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.
გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი არის მრავალჯერადი გამოყენების მიზნით გაცემული შიდა ტრანზიტი, რომელიც გაიცემა მომსახურების სააგენტოს მიერ და ძალაშია 365 დღის განმავლობაში. ღირებულება 450 ლარია.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, ვინაიდან გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მომსახურებით სარგებლობა პრაქტიკაში ხშირად არ ხდება, აღარ არის ამ მომსახურების არსებობის აუცილებლობა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი.