საზოგადოება
05/03/2021

გრავიტაციული კაშხლის ნგრევის პრეცედენტი არ არსებობს - ნათია თურნავა ნამახვან ჰესზე

„მსოფლიოში გრავიტაციული კაშხლის ნგრევის პრეცედენტი არ არსებობს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში „ნამახვანი ჰესის“ პროექტის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობასთან ჰესის მშენებლობის თემაზე შეხვედრა აუცილებელი იყო, ამავდროულად ცოტა დაგვიანებულიც.

„კომუნიკაცა ყოველთვის ძალიან კარგი შედეგის მომტანია, რადგან ბევრი კითხვა, რომელიც ისმის, არის მარტივი პასუხები. მაგალითად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ექსპერტებმა განმარტეს, რომ გრავიტაციული კაშხლის, რომელიც შენდება, კოლაფსის, დანგრევის არცერთი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში. ერთი მემილიარდედია თეორიული შანსი, რომ რამე დაემართოს. გეოლოგია კარგად შესწავლილია. კაშხლები, როგორც მთელ მსოფლიოში, აგრეთვე ნამახვანის შემთხვევაში ხეობას მეწყრული პროცესებისგან დაიცავს.

აპოკალიპტური სურათი, როგორიცაა მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას, ესეც ფანტაზიის ნაყოფია, რომელიც არასწორად ვრცელდება და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023