საზოგადოება
28/06/2021

გიორგი ვაშაძე: საქართველო ევროპის ნაცვლად აფრიკაშია

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე საქართველოს აფრიკის ქვეყნებს ადარებს. მისი თქმით, საქართველო უმუშევრობის მხრივ მსოფლიოს ბოლო ათეულშია.

“საქართველო ევროპის ნაცვლად აფრიკაშია. ეს არის “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მიღებული შედეგი. ჩვენთან ისევე შიათ, როგორც აფრიკაში, ისეთივე უმუშევრობის დონეა, როგორიც აფრიკაში. დღეს საქართველოში ვალით ცხოვრობს ხალხი. საქართველო გაღარიბდა, ქვეყანამ დაკარგა ეკონომიკა, პერსპექტივა. სახელმწიფოს უზარმაზარი ვალი აქვს აკიდებული,” - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

მან ასევე პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს კითხვით მიმართა, თუ ვისთვის აღდგა სამართლიანობა ქვეყანაში? პენსიონერის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ვეტერანებისთბის, თუ პოლიციელბისთბის?

“სამართლიანობა აღდგა ქართული ოცნების ელიტისთვის, რომელიც ძალიან კარგად გრძნობს თავს ამ ქვეყანაში. “სტრატეგია აღმაშენებელის” გუნდს აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, რომლითაც ვამბობთ, რომ პირველი პრობლემა უმუშევრობაა, უნდა განვითარდეს წარმოება ინსუსტრიული პარკების კუთხით. საქართველო უნდა იქცეს რეგიონის ტექნოლოგიურ დედაქალაქად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად განვითარდეს სოფლის მეურნეობა და ტურიზმი შევიდეს ყველა ქალაქში,” - განაცხადა გიორგი ვაშაძე.