საზოგადოება
16/06/2021

გიორგი ვაშაძე: 4 წელში 552 მლნ კოლოფით ნაკლები თამბაქო გაიყიდა, რა მოწია ამ ხალხმა?

ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 4 წლის განმავლობაში თამბაქოს აქციური მარკების გაცემის მნიშვნელოვანი კლებაა.

მისი თქმით, 2016 წლიდან 2020 წლის ჩათვლით 552 მილიონი კოლოფით ნაკლები თამბაქო გაიყიდა. აქციზური გადასახადიდან გამომდინარე, ამ რაოდენობის თამბაქოდან ბიუჯეტში 860 მილიონი უნდა შესულიყო.

დეპუტატმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს მიმართა კითხვით, “სად წავიდა 552 მილიონი კოლოფის აქციზური მარკა“.

“არ მითხრათ ახლა, რომ როდესაც ხალხი 20 ღერს ეწეოდა, ახლა 11 ღერზე ჩამოვიდა. ამის სტატისტიკა არ არსებობს და არცერთი კვლევა ამას არ ითვალისწინებს. სად წავიდა 552 მილიონი კოლოფი, რომლითაც აქციზური გადასახადიდან გამომდინარე 860 მილიონი უნდა მიგეღოთ, ადვალურ გადასახადს თუ დავამატებთ, ჯამში 1 მილიარდ 200 მილიონზე გადის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მწეველთა რაოდენობა 31%-დან 28%-მდე შემცირდა. 4 წლის განმავლობაში 552 მილიონი კოლოფით ნაკლები თამბაქო გაიყიდა, ამას თუ თუთუნით დამიბალანსებთ, ეგ სტატისტიკაც მომიყვანეთ, სად არის ამდენი თუთუნი ბაზარზე, რომელიც არცერთ ოფიციალურ ციფრში არ ჩანს. რა მოწია ამ ხალხმა, რომ აღარ მოწია ეს სიგარეტი?“, - მიმართა გიორგი ვაშაძემ გიორგი კაკაურიძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023