საზოგადოება
16/06/2021

გიორგი კაკაურიძე: შემცირების მიუხედავად კონტრაბანდული თამბაქო ბაზარზე მაინც არის

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით თამბაქოს გაყიდვის შემცირებაზე გავლენა მოახდინა მწეველების რაოდენობის შემცირებამ, აგრეთვე ქვეყანაში ნაკლები ტურისტების შემოსვლამ.

მან აქციზურ მარკების გაცემის შემცირებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ვაშაძის კითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც აქციზური მარკების გაცემის 40%-იანი ვარდნაა.

“აქცენტი რა თქმა უნდა გვქონდეს ღერების მოწევაზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2020 წლის კვლევაში დაფიქსირდა, რომ 2016 წელთან შედარებით 2.8 ღერით ნაკლებს ეწევიან. ეს არის 13%-იანი შემცირება მოწევაში, ვინც მწეველი იყო და 9%-იანი შემცირება მწეველებში.

2020 წელს შემცირება უნდა ყოფილიყო 341 მილიონ კოლოფამდე, თუმცა ეს ჩამოსულია 327 მილიონ კოლოფზე, განსხვავებაა დაახლოებით 12 მილიონი კოლოფი.

კიდევ ერთი ეფექტი ჰქონდა ტურიზმის ნაწილს. 9 მილიონი ვიზიტორის ნაცვლად 1 700 000 ვიზიტორი გვყავს, აქაც დაშვებას თუ გავაკეთებთ 12 მილიონი სხვაობიდან დიდი ნაწილი შეიძლება იმით აიხსნას, რომ თამბაქო ტურისტებმაც არ იყიდეს“,- აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილემ თამბაქოს კონტრაბანდაზეც გაამახვილა ყურადღება.

“ქვეყანაში სამწუხაროდ კონდრაბანდა არის. 2020 წელს კონდრაბანდის მოცულობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, იმ აქტივობებით, რაც განხორციელდა, თუმცა კონდრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ კონდრაბანდის 0-ზე დაყვანა გამორიცხულია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტმა ეს შემოსავლები არ დაკარგოს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023