საზოგადოება
07/12/2021

გიორგი ღიბრაძე: ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბები გახსნეს, მაგრამ ცეკვა აკრძალულია

ღამის კლუბებისთვის მუშაობის უფლების მიცემასთან დაკავშირებით განხილვა გრძელდება. 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე ფიქრობს, რომ პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება და პოზიციები შეჯერდება. 

"ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რომ ერთის მხივ მიეცეს ფუნქციონირების საშუალება, მეორეს მხრივ მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდიემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.