საზოგადოება
13/09/2021

გიორგი ღიბრაძე: კორონავირუსზე ტესტირება ისევ უფასოა და არაფერი შეცვლილა

მთავრობის დადგენილებით განსაზღრული სამიზნე ჯგუფებისთვის ტესტირება ისევ უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

“ვისაც აქამდე უტარდებოდა, როგორც PCR, ასევე ანტიგენ ტესტი, ისევ გაგრძელდება მათთვის უფასო ტესტის ჩატარება“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ და აქვე დასძინა, რომ ტესტირება ფასიანი არავისთვის გამხდარა. 

ამასთან, მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურებში მაქსიმალურად ნარჩუნდება დისტანციური სამუშაო რეჟიმი. საკოორდინაციო საბჭო ამ რეკომენდაციით კერძო სექტორსაც მიმართავს.