გიორგი გახარიამ დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერად წარადგინა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერად წარადგინა.
„როდესაც რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, საერთაშორისო ურთიერთობებს სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ოკუპაციაზე პასუხი, შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში და პირველ რიგში მზად უნდა ვიყოთ, რომ 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადი გავაკეთოთ, მზად უნდა ვიყოთ ნატო-ში შემდგომი ინტეგრაციისთვის.
კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
ამავდროულად პრემიერმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერად და ეკონომიკური მიმართულების კურატორად ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი წარადგინა.