საზოგადოება
17/06/2020

გიორგი გახარია: ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, ყურადღების მეტი ხარისხი გვჭირდება

ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია და კონცენტრაციის და ყურადღების კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვჭირდება, -  განაცხადა პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს და მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის დროს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც გვერდით გვედგნენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მადლობა მოქალაქეებს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველას უკვე ზედმეტად ეჩვენება ეპიდემიაზე საუბარი, ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია და კონცენტრაციის და ყურადრების კიდევ უფრო მეტი ხარისხი გვჭირდება იმისთვის, რომ ვმართოთ ვირუსი, გავხსნათ ეკონომიკა, სოციალური ცხოვრების ყველა სფერო - პოლიტიკური, კულტურული, სპორტული, აგრეთვე, არჩევნები, ყველაფერი და ეს შესაძლებელია მხოლოდ ვირუსის ეფექტური მართვის პირობებში. გისურვებთ ჯანმრთელობას და გთხოვთ ცოტა უფრო მეტ ყურადღებას,“ - განაცხადა პრემიერმა.

Businesspartner