საზოგადოება
27/10/2020

გიორგი გახარია: მომავალი 4 წელი იქნება საქართველოს აღმშენებლობის წლები

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია საზოგადოებას მომავალი 4 წლის განმავლობაში აღმშენებლობას ჰპირდება.

„მინდა გითხრათ და დაგპირდეთ, რომ მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოსა და საქართველოს აღმშენებლობის 4 წელი. ეს იქნება ის 4 წელი, როდესაც საბოლოოდ გავუმკლავდებით სისტემურ ინფრასტრუქტურის ხარვეზებს. ეს იქნება გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, სკოლები, ჯანდაცვის ობიექტები, რომელიც ყველამ ერთად ისეთ მდგომარეობაში უნდა მივიყვანოთ, რომ ვიცხოვროთ ძლიერ, თავისუფალ, სამართლიან და ევროპულ სახელმწიფოში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.