საზოგადოება
01/02/2021

გიორგი გახარია: მარტის დასაწყისში კიდევ ახალი კოვიდვაქცინები გვექნება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გაცხადებით, საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინას.

„ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში ვაქცინასთან დაკავშირებით. უმდიდრესი სისტემური სახელმწიფოები იღებენ სულ უფრო და უფრო მძიმე შეზღუდვებს, იმიტომ რომ ხედავენ, რომ ვაქცინაციის იმ გეგმას, რომელიც თავიდან ეგონათ განხორციელებადი, ვერ ახორციელებენ. ეს არის დღეს ობიექტური რეალობა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, პირადად მას, რამეთუ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში და როგორც შედეგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ Pfizer-ის ვაქცინას“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, საქართველო Pfizer-ის ვაქცინას პირველ ეტაპზე მიიღებს იმისთვის, რომ გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში აიცრას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

„რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ორმხრივად, ასევე სხვადასხვა მრავალმხრივი პლატფორმების ფარგლებში ვაქცინაზე მუშაობას ვაგრძელებთ და თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ჩვენ დამატებით გვექნება კიდევ ახალი ვაქცინები ქვეყანაში.  მინდა ყველას ვუთხრა და დავარწმუნო, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული და ავტორიზებული ვაქცინა, რომელიც არ შეუქმნის რისკს ჩვენს მოქალაქეებს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022