საზოგადოება
19/10/2020
გიორგი გახარია: ლოქდაუნის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს
პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში სრული კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა არ არის. გიორგი გახარიას განმარტებით, მთავრობის სტრატეგია შეიცვალა და ის წერტილოვან შეზღუდვებს გულისხმობს.
„ლოქდაუნის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია. აქედან გამომდინარე ჩვენი სტრატეგია იცვლება და ის გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.