საზოგადოება
29/12/2020
გიორგი გახარია: ჩვენი ჰოსპიტალური სისტემა საკმაოდ მდგრადია
პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ინფიცირების რაოდენობის შემცირებული მაჩვენებლების გამო ჰოსპიტალური სისტემა მდგრადია და მზად არის, უფრო დიდ გამოწვევებს უპასუხოს.
“დღეს თუ პირაბდის ტარება 70% გვაქვს, ეს ჩვენი მოქალაქეების დამსახურებაა და მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. დღეს ინფიცირების რიცხვი 2012 და ეს ჩვენი ერთობლივი მიღწევაა. ის, რომ დღეს ჰოსპიტალებში 2000 თავისუფალი ადგილია ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ჰოსპიტალური სისტემა საკმაოდ მდგრადია და დღეს შეუძლია კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს უპასუხოს”,- აღნიშნა პრემიერმა.