საზოგადოება
07/09/2020

გიორგი გახარია: არჩევნების თარიღი არ შეიცვლება

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად საპარლამენტო არჩევნების თარიღი არ შეიცვლება. პრემიერმინიტრის განმარტებით, პროტოკოლი უკვე შემუშავებულია.

„არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი უკვე შემუშავებულია. შეთანხმებულია როგორც ცესკოსთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან. არანაირი პრობლემა, ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, მით უმეტეს, ხმის მიცემის პროცესს არ ექნება. ყველაფერი ჩატარდება დათქმულ თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის დაცვით“,- აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

Businesspartner