საზოგადოება
05/07/2021

გიორგი ბახტურიძე: პოლიტიკოსებისა და თამბაქოს ინდუსტრიის შეხვედრა გამჭვირვალე უნდა იყოს

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე თამბაქოს ინდუსტრიას და პოლიტიკოსებს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.

როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მათი შეხვედრები გამჭვირვალე უნდა იყოს, მთავრობამ ამის შესაბამისი ნორმატიული აქტი უნდა დაამტკიცოს.

“მთავრობას 2.5 წლის წინ უნდა დაემტკიცებინა ნორმატიული აქტი, რომლითაც მოხდებოდა თამბაქოს ინდუსტრიასა და საჯარო მოხელეებს, პოლიტიკოსებს შორის შეხვედრების გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა.

არც გიორგი კვირიკაშვილის, არც მამუკა ბახტაძის და არც გიორგი გახარიას მთავრობებმა ეს დოკუმენტი არ დაამტკიცეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შეთანხმებულია. ახლა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას მოუწოდა 2 თვის წინ ოფიციალური დადგენილებით პარლამენტმა, რომ დროულად მიიღონ ეს დოკუმენტი, რომელიც ღიას და საჯაროს გახდის სწორედ ამ კულუარულ ურთიერთობებს და კორუფციის სერიოზული რისკების შემცველ თანამშრომლობას თამბაქოს კრიმინალურ ბიზნესთან“, - აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023