საზოგადოება
19/06/2020

ღია სივრცეში სემინარებიც დასაშვებია და სათავგადასავლო აქტივობებიც

ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება დასაშვები ხდება, ასევე დაშვებულია ღია ცის ქვეშ ყველა სათავგადასავლო აქტივობაც, მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი - საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები.

უწყებათშორისო კომისიის გადაწყვეტილებით, ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც ნებადართული სათავგადასავლო სახეობები უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად.