საზოგადოება
17/08/2021
ღია სივრცეში პირბადის გამოყენება ისევ სავალდებულო გახდა
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის გამოყენება ისევ სავალდებულო გახდა. პირბადე სავალდებულოა დახურულ სივრცეშიც.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირბადე ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.
“თვეების მანძილზე ყოველთვის ვამბობდით, რამდენად ეფექტურია პირბადე ინფექციისგან დასაცავად. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით ვთვლით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
აქამდე მოქმედი რეგულაციით, ღია სივრცეში პირბადე სავალდებულო იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთად 5 ან მეტი ადამიანი იყრიდა თავს.