საზოგადოება
22/06/2021

ღამის კლუბებზე შეზღუდვა შენარჩუნდება - მთავრობა დახმარების შესაძლებლობას განიხილავს

ღამის კლუბებზე შეზღუდვა დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება. თუმცა, მთავრობა მზად არის, კლუბების წარმომადგენლებს შეხვდეს და განიხილოს, დახმარების რა შესაძლებლობა არსებობს.

“პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. შეზღუდვების მინიმალური რაოდენობა რჩება, მათ შორის სამწუხაროდ ეს შეზღუდვა ვრცელდება ღამის კლუბებზე, რადგან ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლუბები მიჩნეულია ერთ-ერთი რისკის მატარებელ ჯგუფად. თუმცა, ვფიქრობ, მართლაც უნდა განვიხილოთ ღამის კლუბებთან ერთად, დახმარების რა შესაძლებლობები არსებობს, რადგან ეს ინდუსტრია მართლაც დაზარალებულია. როგორც ჩანს, ყველაზე დიდხანს ამ სეგმენტზე გავრცელდება შეზღუდვები. ჩვენი სამინისტრო მზად ვართ, კულტურის სამინისტროსთან, ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად, შევხვდეთ, განვიხილოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ დავეხმაროთ. თუ წამოვა ეს ინიციატივა კლუბებიდან, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ და აუცილებლად მოვნახავთ გამოსავალს, ისევე როგორც ბევრ სხვა ინდუსტრიასთან მთელი ეს პერიოდი ვნახულობდით გამოსავალს“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023