საზოგადოება
08/12/2020

“გეგმიურ სერვისებზე მოთხოვნა გაზრდილია“ - სადაზღვევო ასოციაცია

“პირველი ლოქდაუნის დროს გეგმიურ სერვისებზე მოთხოვნა ძალიან შემცირდა, ახლა კი სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია“ -  როგორც სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ დროისთვის სადაზღვევო კომპანიებს გეგმიური სერვისის მისაღებად საკმაოდ დიდი რაოდენობა აკითხავს. რადიკალიურად შეცვლილ ტენდენციის მიზეზად  კი ხეჩინაშვილი კოვიდთან ადაპტირებას ასახელებს.

მისი განცხადებით, მოთხოვნადია როგორც ამბულატორიული გეგმიური, ისე ჰოსპიტალური სერვისები.

შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს დაანონსდა, რომ სადაზღვევო ინდუსტრია რომ  COVID-19-ის მართვაში ერთვება. ასევე ფუნქციონირებს „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ რომელიც პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.