საზოგადოება
03/02/2022

GCAP-მა $180 მლნ-იანი გარიგება დაასრულა – Aqualia-მ GGU-ს 65%-იანი წილი შეიძინა

Georgia Capital-მა მსხვილ ესპანურ კომპანიასთან გარიგება დაასრულა.

ესპანურმა Aqualia-მ Georgia Capital-ის შვილობილი GGU-ს 65%-იანი წილი $180 მლნ-ად შეიძინა. შესაბამისად, ამიერიდან Georgia Capital-ის წილი GGU-ში 35%-ია.

გარიგება ორი საფეხურისგან შედგება, მეორე ეტაპი 2022 წლის ივლის-აგვისტოში იგეგმება და GGU-ს ევროობლიგაციების გამოსყიდვას.

ამ მსხვილი გარიგების მოლოდინის გამო, Fitch Ratings-მა ცოტა ხნის წინ Georgia Global Utilities-ს გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტ რეიტინგი B+-ით განსაზღვრა, მოსალოდნელი აღდგენის რეიტინგი კი B+-დან RR4- ია.

Fitch-ი განმარტავდა, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, GGU-ს ბიზნეს რისკებისა და ვალის მოცულობის ცვლილებას არ ელის.

„ჩვენ შესაძლოა მივიღოთ რეიტინგის შემცირების გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ ახალი მეწილე აგრესიულ ფინანსურ პოლიტიკას გაატარებს, რის შედეგადაც კომპანიის საკრედიტო მაჩვენებლები მიმდინარე რეიტინგის შეუსაბამო გახდება. ამის მსგავსად, ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები რეიტინგის ზრდის საფუძველი იქნება“,- ნათქვამია Ficth-ის განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023