საზოგადოება
08/07/2021

გარე რეკლამების განთავსებაზე აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მლნ ლარია

დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოაცხადა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საპრივატიზაციო უფლება მოიცავს 15 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსებას.

მისი ინფორმაციით, აუქციონის საწყისი ღირებულებაა 32 მილიონი ლარი.

“დარწმუნებული ვარ, ბევრი დაინტერესებული პირი იქნება და ეს თანხა გაცილებით გაიზრდება, უფრო მეტი შემოსავალი ექნება მუნიციპალიტეტს, რაც რა თქმა უნდა გამოიყენება უკვე დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისათვის.

დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ მოგვმართოთ და 1 თვის განმავლობაში მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ აუქციონთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023